სამტრედიის მუნიციპალიტეტი სისტემურად აგრძელებს უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას. ამჯერად, ახალი საცხოვრებელი სახლის მფლობელი გახდა ხარაბაძის ოჯახი.

პირადი საკუთრების გასაღები ოჯახს მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ გადასცა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

 სოციალური პროექტის ფარგლებში:
• 2024 წელს აშენდა 4 საცხოვრებელი სახლი;
• 2025 წლისთვის დაგეგმილია დამატებით 7 სახლის მშენებლობა;
• მიმდინარე წელს უკვე 4 ოჯახს გადაეცა ახალი საცხოვრებელი სახლი.