ოზურგეთის ახალი საჩოგბურთო ცენტრი 25-28 სექტემბერს, მასპინძლობს ტურნირს მოყვარულ ჩოგბურთელთათვის.
ტურნირი, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში ("მიქსდ დაბლ" ფორმატში) 18+ ასაკის ქალთა და მამაკაცთა შორის იმართება, წყვილთა შორის თამაშები კი Pro-Am პრინციპით.
თამაშს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ღურჯუმელიძე დაესწრნენ.
28 სექტემბერს, სამოყვარულო ტურნირის ფინალური დღე, საზეიმო ღონისძიებით და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. დაჯილდოვდება 12 პრიზიორი.
ტურნირი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ტურნირის პარტნიორია მოყვარულ ჩოგბურთელთა ასოციაცია “სმეში”