ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მამაკაცს რომელიც აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირად ვარჯიშობდა, ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გარდაცვლილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მკვიდრია.
ოჯახის წევრები მას გუშინდელი დღიდან ეძებდნენ. მამაკაცი მას შემდეგ იპოვეს, რაც გზის პირას მისი ავტომობილი შენიშნეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276- ე მუხლით მიმდინარეობს.