სახელმწიფო რწმუნებულმა  გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან თამარ მახარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად,  ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

ღონისძიების ფარგლებში  პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავთ აღზრდილი.

აღნიშნულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოება - დირექტორები, პედაგოგები  და მოსწავლეები, რომლებმაც განსაკუთრებული პატივისცემით აღნიშნეს თავიანთი პედაგოგების დამსახურება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით,  მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება  ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.