ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის კულტურის მინისტრი ადასტურებს. რაშიდა დატი სოციალურ ქსელში წერს, რომ ძარცვა მუზეუმის გახსნის დროს მოხდა.

"დღეს დილით, ლუვრის გახსნის დროს ძარცვა მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მე ადგილზე მუზეუმის პერსონალთან და პოლიციასთან ერთად ვარ. მიმდინარეობს გამოძიება", – წერს საფრანგეთის კულტურის მინისტრი.

ოფიციალური განცხადება გავრცელდა ლუვრის მუზეუმის სოციალური ქსელშიც, სადაც აღნიშნულია, რომ მუზეუმი დღეს დახურული იქნება.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა.