გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მხრიდან ბოლოდროინდელი ქცევა არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ ვენის კონვენციის იმ ძირითადი პრინციპების დარღვევაცაა, რის გამოც ქვეყანაში დიპლომატები ინიშნებიან. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა განაცცხადა.  

"ვხედავთ, რომ ამის შეფასება თვით ევროპარლამენტარების მხრიდანაც ხდება, ეს ძალიან სწორი მიმართულებაა. დიპლომატი როცა ასეთ ქმედებებშია ჩართული, ამით დიპლომატიურ საქმიანობას თავიდანვე სცილდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უპასუხოს, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება მეტად არ გააფუჭოს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უპასუხოს, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიმართ ფასეულობისა და ღირებულებების უგულებელყოფა, რასაც თავად დიპლომატი ახორციელებს“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია