ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ახალი სკოლის პროექტირებაზე.

კონკურსი ითვალისწინებს  არანაკლებ 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტის შექმნას, რომელიც შემდგომში,  სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი, დამატებით 15 ობიექტზე.

თანამედროვე სტანდარტების სკოლის შენობა უზრუნველყოფს უსაფრთხო, თანამედროვე და ყველასათვის ხელმისაწვდომ სასწავლო გარემოს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს