გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის მიმდებარედ, მდინარე დებედაზე და სოფელ კირაჩ მუღანლოში, მდინარე ხრამზე, მოქალაქეები თევზჭერას აკრძალული საშუალებების - ელექტროიარაღების გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდარღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ჯამში 9 კგ-მდე ხრამულის სახეობის თევზი. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.