აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა მას შემდეგ გადაიდო, რაც უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მოსკოვის უარმა, მოლაპარაკებების მცდელობები ეჭვქვეშ დააყენა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედიას თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განუცხადა, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უახლოეს მომავალში შეხვედრა არ იგეგმება.
„ვფიქრობ, რუსებს ზედმეტად ბევრი სურდათ და ამერიკელებისთვის აშკარა გახდა, რომ ტრამპი ბუდაპეშტში ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწევდა“, – განუცხადა წყარომ „როიტერს“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ სატელეფონო საუბრამდე, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ რუს კოლეგას მალე შეხვდებოდა, თუმცა ამბობდა იმასაც, რომ პუტინი დათმობებზე წასვლას არ აპირებდა.
თარგმანი: პირველი არხი