ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

დაშავებულია დედა შვილია, ისინი უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, შვილის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „აიპრესს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.