გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაიგეგმა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება.
,,აღსანიშნავია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, რაც ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებას და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უფრო მეტი თანხა მოხმარდება“- ვახტანგ ბერიძე.