თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ორი ადამიანია მოკლული.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაპირისპირება სამ მამაკაცს შორის სუფრასთან მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა ორი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მოკლა.
სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და პოლიცია მას ამ დრომდე ეძებენ.