ადგილობრივების ინფორმაციით, სარალიძეების ოჯახს რამდენიმე ნიღბიანი, შეიარაღებული  პირი დაესხა. ისინი ფულსა და ოქროს ითხოვდნენ.  მისივე თქმით,  თავდამსხმელებმა  ოჯახის წევრები გაკოჭეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, წაღებული 500 ლარამდე თანხა და ოქრო.

სამართალდამცავებმა დაზარალებული ოჯახი უკვე გამოკითხა. 

ყაჩაღობა 10 ნოემბერს , გვიან ღამით მოხდა. 
 
შსს-ს ინფორმაციით , ფაქტზე გამოძიება სსკ-ის  179-ე  მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.