"ზენიტის" ყოფილმა ფორვარდმა, რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ანდრეი არშავინი ინიციატივით გამოდის, ჩატარდეს ლეგენდების ლიგის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის.

„ბელარუსის შემდეგ რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ლეგენდების მატჩები უნდა გამართოს საქართველოსთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთან. ახლა ეს აქტუალურია, ასეთი შეხვედრები აერთიანებს ხალხებს და ინარჩუნებს ჩვენს საერთო ისტორიას. შეგიძლიათ უსასრულოდ გამართოთ სამიტები და კონფერენციები, მაგრამ ის, რაც ხალხს აერთიანებს, არის ფეხბურთი.

თბილისში, ეროვნული ნაკრების რეტრო მატჩისთვის სავსე სტადიონი შეიძლება შეიკრიბოს. იქ ყოველთვის კარგი დონის ფეხბურთელები იყვნენ. თუ მოედანზე გავიდნენ არველაძე, მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ აშვეთია, ლევან კობიაშვილი, ქინქლაძე, ეს ლეგენდების ლიგის ძალიან ნათელი ნიშანი გახდება. " განუცხადა ანდრეი არშავინმა  რუსულ სახელმწიფო სააგენტო TASS-ს. რომელსაც https://www.ekhokavkaza.com/-ი აქვეყნებს.

ცნობისთვის, 7 ივლისს მინსკში ლეგენდების ლიგის მატჩი გაიმართა, რომელშიც რუსეთისა და ბელორუსის ნაკრებებმა ითამაშეს (1:1; 5:4 - პენალტები). არშავინმა მონაწილეობა მიიღო თამაშში. იგი ორგანიზებული იყო RFU-სა და ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციის მიერ.