შემთხვევა დედოფლისწყაროში ცოტა ხნის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ბოძს შეეჯახა. მიღებული ტრავმებით მანქანის მძღოლი, 45 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

გარდაცვლილი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის 6- ე ნაწილით დაიწყო.