რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ბოჟაძის თქმით, გიორგი გახარია პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად დაეზიანებინა.
„ოთხივე პარტიამ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუა - აარჩევინა თავი პარლამენტში და არჩეული დეპუტატების ნაცვლად, ცარიელი ადგილები მიიღო პარლამენტში“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.