შეუძლიათ, აპრილამდე არ დაიცადონ, დღესვე შეგვიძლია ვუთხრათ საპარლამენტო არჩევნების თარიღი, ეს არის 2028 წლის 28 ოქტომბერი. საქართველო არ განიხილავს ახალი არჩევნების საკითხს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

2025 წლის  4 ოქტომბერს დანიშნულია თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ოპოზიციას საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს, ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია.

4 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვეძლება, გავზომოთ არ მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ ოპოზიციური პარტიების რეიტინგი“, – განაცხადა ბოჟაძემ.

დეპუტატი ამბობს, "ჩვენ მაინც იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ეყოფა ღირსება და მიიღებენ სამართლიან და არა უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც პოლიტიკური და პარტიული დაკვეთა აქვს. ძირითადად აქტიურობენ ის პოლიტიკოსები და სახელმწიფოები, რომლებიც დიდი ხანია, შემჩნეული არიან რადიკალურ ოპოზიციასთან მეგობრობასა და საქართველოს მტრობაში. ადგილზე იმყოფებიან არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს ოპოზიციონერები, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ასევე ღიად არის ჩართული, და ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ, რათა როგორმე ავნონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ, სამწუხარო იქნება, თუმცა იქნება დროებითი გადაწყვეტილება და აპრილში კიდევ იქნება საშუალება, ამ საკითხს დაუბრუნდეს ჩვენი დელეგაცია. ყველა ის მოთხოვნა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის დავალებით ჩაიწერა გადაწყვეტილებაში, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ვადაგასული სალომე ზურაბიშვილის კვლავ პრეზიდენტად აღიარებას და, რაც მთავარია, ახალი არჩევნების დანიშვნას, არცერთი საკითხი არ განიხილება და ასეთი საკითხების განხილვას არც მომავალში ვგეგმავთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტის მიხედვით, ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, დროებით უნდა დამტკიცდეს.