გუშინ ვუყურე ჩვეულებრივ ოლიგარქს - ასე შეაფასა „პალიტრანიუსის“ ეთერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის „ფორმულასთან “ მიცემული ინტერვიუ.
„მე ვუყურე გუშინ ჩვეულებრივ ოლიგარქს, რომელსაც აქვს განცდა და მან ეს რამდენჯერმე თქვა პირდაპირ, რომ „ძალიან ცუდია, მარტო მე ვარ, ვისაც ფული აქვს“. 2011 წელს ზუსტად ეს ეწერა ბიძინა ივანიშვილის იმ ცნობილ წერილში. დღეს ამ კაცს [დავით კეზერაშვილს] რომ ვუყურებდი, ეს იყო კაცი, რომელიც ჩაცინებებით გველაპარაკებოდა და გვეუბნებოდა, რომ ის არის ერთადერთი, არავის არ ეძებს. გვითხრა, რომ მას ადამიანები არ აინტერესებს, ვინმე თუ მათხოვრად მომადგება, აუცილებლად დავეხმარებიო. ივანიშვილს სხვათა შორის ეს არ უთქვამს, ივანიშვილმა ხალხს დაუძახა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.