ვერ მივხვდი საერთოდ, რა ამოცანა ჰქონდა ინტერვიუს, სავარაუდოდ იყო მცდელობა, დაეწყოთ მისი გარეცხვა, სინამდვილეში, მან ვერც გუშინ თქვა სათქმელი , - ასე შეაფასა „პალიტრანიუსის“ ეთერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის „ფორმულასთან “ მიცემული ინტერვიუ.
„როგორც ჩანს, ინტელექტთან მწყრალად ვართ, რადგან თქვა: 21 წლის ვიყავი მიშასთან ერთად რომ დავიწყე ბრძოლა. კი ბატონო, მეც ვადასტურებ, მახსოვს, მაშინ, იმ მოძრაობაში ყველა პატარა ვიყავით, ასე იყო ნამდვილად, ეს ნაწილი შეიძლება ბევრმა ადამიანმა დაადასტუროს, მაგრამ მერე „24 წლის ვიყავი, როცა ფინანსური პოლიციის უფროსი გავხდი, მერე იქიდან თავდაცვის მინისტრი გახდი და მერე თავდაცვის მინისტრობის და ფინანსური პოლიციის უფროსობის დროს რომ გამოცდილება შევიძინე და ამბები გავიგე იმითი ბიზნესი ავაწყვე“...რადგან დიდი ხანია ამ ქვეყანაში აღარ ცხოვრობს, თვითონ შეიძლება ასცდა იმას, სადამდე წავიდა წინ საზოგადოება, რამდენი ინფორმაცია აქვს, როგორ განვითარდა, მაგრამ ხალხმა, ვისაც მასთან ურთიერთობა აქვს, მაინც ხომ იცის, რომ ასეთი ამბები აღარ იყიდება საქართველოში - რომ 21 წლის პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებ, ერთი დღე ბიზნესი არ გქონია, პოლიტიკიდან მიდიხარ წლების შემდეგ და „ლუკოილის" წილის 50%-ის პატრონი ხდები. შეიძლება, არიან ადამიანები, ვისაც ამ ზღაპრების სჯერა, მაგრამ იმედია, ცოტა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.