კოლექტიურად რომ მაგარი ხარ და ინდივიდუალურად ვაჟკაცობა არ გამოგდის, დაახლოებით ამ ფარგლებში თამაშობს საქართველოს მთავრობა - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, საქართველო ხმას აძლევდა და უერთდებოდა მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში. ამ თვალსაზრისით, რაიმე ფუნდამენტური შეცდომა საქართველოს ხელისუფლებას არ დაუშვია, მაგრამ ეს იმას ჰგავს, გუნდში კოლექტიურად რომ მაგარი ხარ და მერე ცალკე ვაჟკაცობა რომ აღარ გამოგდის, ინდივიდუალურად მშიშარა ხარ, დაახლოებით მაგ ფარგლებში თამაშობს საქართველოს მთავრობა“ - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.