"საქართველოს არასდროს არ ჰყოლია ხელისუფლება, რომლისგანაც ძალადობა ან თავგასულობა გვიკვირს, მაგრამ რასაც ივანიშვილი აკეთებს, კომუნისტების შემდეგ არავის არ ჩაუდენია საერთოდ." - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
"დროა, ივანიშვილის გარემოცვამ პირველ რიგში, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, ვისაც ომისა და ძალადობის გეშინიათ, გააცნობიეროთ, რომ ეს კაცი გაგიჟდა და იზოლაციაში დატოვოთ საკუთარ სიგიჟესთან და მარიონეტების თეატრთან.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რასაც ის აკეთებს, ქვეყნის პირდაპირი ბიძგებაა დაპირისპირებისკენ. ეს ყველაფერი, როგორ უნდა გაატაროს ქართველმა, როდესაც ხედავს, რომ რეჟიმი ადამიანებს არეკვინებს სხვა ადამიანებთან საგინებლად. ომის პარტიის სხვებისთვის ძახილში აქამდე მოვიდნენ, რომ ძალადობას, დაპირისპირებას, სიძულვილსა და შუღლს თავად თესავენ“ - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა