გარდაიცვალა ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ ხელმძღვანელი, ბატონი გენო ნადირაშვილი. 

ამის შესახებ ინფორმაციას " ტვ რადიოს ერთგული მსმენელები" სოციალურ ქსელში ავრ ელებს.

"ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და სრულიად საქართველოს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

გენო ნადირაშვილი ანსამბლ „ორერას“ პირველი თაობის წარმომადგენელი და სოლისტი. სიცოცხლის ბოლომდე  კი, ანსამბლის ხელმძღვანელია. ის ანსამბლ „ორერაში“ 1964 წელს „რეროდან“ მივიდა. უკრავდა კონტრაბასზე და საყვირზე. ანსამბლის ბიოგრაფია 1958 წელს იწყება, თუმცა, მისი ოფიციალური შექმნის თარიღად 1961 წელი ითვლება.

2018 წელს, ფილარმონიის წინ ,,ორერას" სოლისტის გენო ნადირაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.