პოლიტიკური კლასი რატომ არ ლიდერობს პროტესტსო, აქა იქ პრეტენზია შემხვდა.
მეგობრებო,
მეინსტრიმ პოლიტიკური კლასი არ გამოხატავს საპროტესტო ელექტორატის ნებას. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"📍მათ მეინსტრიმ როლი ძალმომრეობით, თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვით, ადამიანებით ვაჭრობით, მიშას ფეხსაცმელების ამბორით და ტელემედიაშანტაჟით (არასასურველი სპიკერების ბლოკვა და მლიქვნელების წახალისება) მოიპოვეს.
📍 ისინი ძაფებით დონორს ან ბელადს არიან მიბმულები და არა ამომრჩევლის ნებას (მაგალითად მელიას თხასავით გაყიდვა მას მერე რაც მელია ყიდდა თხასავით სხვებს).
📍მათ მთელი დრო ამომრჩევლის მანიპულაციას და მოტყუებას დაუთმეს, "მიშა კვდებას" და "ქართველი ხალხი სტატუსს იმსახურებს" გარდა არაფერზე ულაპარაკიათ. მეინსტრიმ ამომრჩევლის ინტერესები მათ დღის წესრიგში არ გამოჩენილა - თუ გამოჩნდა, მხოლოდ პენსიებზე პოპულისტური დაპირებები და გარეთ ახლა პენსიონრები არ დგანან
სრული პატივისცემით, მათ მიმართ.
📍 მათ არცერთი საკუთარი სიტყვისთვის პატივი არ უციათ - არცერთი პირობა არ შეუსრულებიათ, არცერთი სიმართლე არ უთქვამთ.
📍მათ ქართველი ხალხი ჩამორჩენილებად მიაჩნიათ, რომლის ენაც "მიშამ იცის".
და რა ლოგიკით უნდა შეძლონ პროტესტის გაძღოლა?
ამიტომ რაცაა ეგააა.
არჩევნები მოვა და იქ გავერკვევით.
იქამდე პროტესტი ასეთი იქნება სანამ ბუნებრივი ლიდერი/ლიდერები არ ამოიზრდებიან, რომლებსაც ამომრჩევლის ნდობა ექნებათ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".