ისევ რაღაც ტექნიკურ სიაზე ბოდავენ!
მეგობრებო - ჩვენ ვართ ისეთები, რასაც "ახალ რესპუბლიკაში", "ლაზარეს 12 მსაჯულში", "ბუჩამდე იყო აფხაზეთში" ხედავთ.
რასაც ვქმნით, ეგეთები ვართ.
სხვები არიან ისეთები - როგორიც ქართული პოლიტიკაა. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენ გვინდა ქართული პოლიტიკის აყირავება და ჩვენი გემოვნებით მოწყობა!
მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხი ახალ რესპუბლიკას იმსახურებს და არა იმ ბოსელს რასაც ქართული პოლიტიკური სპექტრი სთავაზობს, როცა მათი ერთადერთი იარაღი გაყალბებული კვლევები და ჯიბის ტელევიზიებით გაყალბებული და მანიპულირებული რეალობაა.
ამიტომ არა - ტექნიკურადაც კი არაფერი გვაკავშირებს იმ ყანასთან, რაც ოლიგარქიულმა პოლიტიკამ შექმნა.
ჩვენი ამოცანა ასეთი პოლიტიკის დამხობაა და არა ტექნიკური ალიანსებით ბიძინასთან მარცხის გაფორმება.
ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში". - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.