მეგობრებო, მე არაფერს ველი.
მე მხოლოდ საკუთარ თავზე და გუნდზე ვაგებ პასუხს და ვმოქმედებ, არაფერს ველი.
პრეზიდენტს ევროპულმა საქართველომ გაუგზავნა დეტალური ახსნა იმისა, რომ ლაზარეს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და ის უდანაშაულოა. - ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს " წარმომადგენელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, "ლელოს" ლიდერის პოსტს, სადაც მამუკა ხაზარაძე, საქართველოს პრეზიდენტისგან გრიგორიადისის შეწყალების მოლოდინშია.
"ეს იყო ჩვენი მოქმედება.
ამის შემდეგაც მოქმედება იქნება და არა ლოდინი.
მოქმედება კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება არავის, ვინც უდანაშაულო ადამიანს ციხეში ტოვებს.
პრეზიდენტის მოქმედება მისი საქმეა.
მისი პასუხისმგებლობაა უდანაშაულო კაცი ციხეში დარჩება, თუ გათავისუფლდება.
ჩვენი მოქმედება - ჩვენი.
და ჩვენ არაფერს ველით.
ჩვენ ვიმოქმედეთ და საქმე გავშიფრეთ, რომ ვისაც აინტერესებს, ყველას უტყუარი ინფორმაცია ჰქონოდა ლაზარეს უდანაშაულობაზე." - წერს ჩერგოლეიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძე ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
შეგახსენებთ, შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და 2023 წლის 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.
2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.