ახლა, ვიღაც ლუზერები, იმიტომ რომ საკუთარი იდეოლოგია, იდენტობა, ხედვა, პარტია არ გააჩნიათ, დგანან და ქართველ ხალხს ჩამორჩენილად აცხადებენ, რაღაც ახალ რეალობებს იგონებენ, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ მათი პირადი ინტერესია - ეგებ ვინმეს აეკიდონ დეკორაციად და სადმე გაძვრნენ" ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"არასოდეს რომ იდენტობა არ ჰქონია!
ხან ბენდუქიძეს ადიდებდა!
ხან შენობებს ფუთავდა!
ხან გენდერულ კვოტებს ეწინააღმდეგებოდა და მერე ვიღაცეების გულის მოლბობის ხათრით თმობდა!
ხან ბელადომანიას გმობდა, ხან ბელადომანიას უწვებოდა!
არასოდეს რომ არცერთი ფოლისი არ შეუქმნია, და თუ რამე შეუქმნია, არც იმის ერთგული ყოფილა....
აი ეგეთი პოლიტიკანები ამბობენ რა დროს იდენტობა და პარტიაა, ახალი რეალობა დადგაო.
რაც არასოდეს ჰქონიათ, იმას "თმობენ" თვალთმაქცები დიდსულოვნად.
მათ საკუთარი ლუზერობის გასაღება უნდათ ახალ მოცემულობად და "უარს იძახიან" იმაზე, რაც არასდროს ჰქონიათ.
ოღონდ სამი, ოთხი წლის წინაც იგივეს გაიძახდნენ.
მაშინ ვერ ქნეს და ახლა ასაღებენ სასურველს რეალობად.
ქართველი ხალხი არის ცივილიზებული ხალხი.
ქართველ ხალხს სჭირდება პარტიები, რომლებსაც აქვთ ხედვა.
ქართველი ხალხი არის გონიერი - მათ აქვთ თავისი შეხედულებები და აინტერესებთ თავიანთი მომავალი!
ქართველ ხალხს აინტრესებს როგორ ავაშენებთ თავისუფალ სასამართლოს!
როგორ შევალთ ნატოში!
როგორ დავიცავთ ქვეყნის უსაფრთხოებას!
როგორ ამოვქოქავთ ეკონომიკას!
როგორ გავაძლიერებთ თვითმმართველობას!
როგორ დავაბალანსებთ და გავაწონასწორებთ ძალაუფლებას რომ თავზე ვიღაც ბელადები და კიპრელი ოლიგარხები არ წამოგვასხდნენ!
ქართველმა ხალხმა იბრძოლა პროპორციული სისტემისთვის.
და ახლა, ვიღაც ლუზერები, იმიტომ რომ საკუთარი იდეოლოგია, იდენტობა, ხედვა, პარტია არ გააჩნიათ, დგანან და ქართველ ხალხს ჩამორჩენილად აცხადებენ,
რაღაც ახალ რეალობებს იგონებენ, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ მათი პირადი ინტერესია - ეგებ ვინმეს აეკიდონ დეკორაციად და სადმე გაძვრნენ.
ძლიერი პარტიები ქართველი ხალხის და ქართული დემოკრატიის სასიცოცხლო ინტერესია.
ვინც ამას ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპული მომავლის მტერია!"