ჰიუსტონში, „რელიანტ სტედიუმზე, K ჯგუფის გუნდების მეორე ტურის პირველი მატჩი დაიწყო.
პორტუგალიის და უზბეკეთის შეხვედრის პირველივე წუთები მსოფლიო ჩემპიონატების ახალი რეკორდი დამყარდა.
შეხვედრის მე-6 წუთზე უზბეკეთის ნაკრების კარში გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც მეექვსედ მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე, ამჯერადაც გოლის ავტორი გახდა. დღემდე მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი მას და მესის ეკუთვნოდა.ორივე მათგანს ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰქონდა გატანილი გოლი.
ამჟამად შეხვედრის 39-ე წუთი მიმდინარეობს და ანგარიში 2:0-ია. მეორე გოლი უზბეკეთის კარში ნუნუ მენდეშმა მე-17 წუთზე გაიტანა.




