ეს მიშას ხმებით პარლამენტში შესული პოლიც-გოგონა ღელავს ეს არ მიიწეპა ლელომ?! რატომ , ბეგრაუნდით ტვირთია, აღარ დგას "ლელოს" ოთახთან ? - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ხატია დეკანოიძის მისამართით წერს, რითაც ეხმაურება, ხატია დეკანოიძის გუშინდელ განცხადებას, რომელსაც მიაჩნია, რომ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში უნდა გაწევრიანდნენ.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში ხატია დეკანოიძე „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებას ხელოვნურს უწოდებს.

„ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანებას ძალიან ხელოვნურად ვუყურებ, რადგან ჩემთვის წითელი ხაზები არსებობს. როცა ადამიანი გეუბნება – საბრალოს მოშივდა და ამიტომ აკეთებს ასეთ რაღაცებს, შემდეგ კი, ისევ იმ პარტიაში მიდიხარ და ტკეპნი მოწინააღმდეგეს და საშინელ სიტყვებს უწოდებ, ვფიქრობ, რომ აქ მოსახლეობის ნდობისთვის ადგილი აღარ არის. „ნაციონალურ მოძრაობას“ „სტრატეგიის“ მისვლა არაფერს მოუტანს გარდა იმისა, რომ „სტრატეგიის“ წარმომადგენლები სიაში მოხვდებიან მაგალითად – გია ბარამიძის ნაცვლად. პარტიულობაზე პრეტენზია არ აქვთ, რას ნიშნავს? მაშინ პარტია გააუქმონ და „ნაცმოძრაობაში“ შევიდნენ. ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობის“ ფრაქციაში უნდა გადავიდნენ. ეს არის ხელოვნური ერთობა. კი ბატონო, თავისი ამომრჩეველი მოაბილიზონ, მაგრამ ამ ერთობას არაფერი მოჰყვება გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები სიის გარეთ დარჩებიან და სიაში სხვა პარტიის წარმომადგენლები შევლენ – მანჯგალაძე, ჩიხრაძე, თაკო ჩარკვიანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.