ვიდრე სასამართლო სისტემის რეფორმა არ გვაქვს ჯერ, "მოზრდილი ინფანტას" მაგვარ ტიპებს თითი-თითზე რომ არ დაუდიათ ფუნთუშების ჭამის გარდა არაფერი რომ არ გაუკეთებიათ თავიანთი მწირი სიცოცხლის მანძილზე , ნუ გავასამართლებინებთ მესამე პრეზიდენტს! - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
ქვეყანა, რომელიც მევახშეებით და "კრემიან პონჩიკებზე " გაზრდილ- გათამამებული ანუ -( როგორც ჩემი ახლობელი უწოდებს) ახალგაზრდა "რევოლუციონერი კამოთი" , რომელიც ციხეში მყოფ და პუტინთან დაპირისპირებულ მესამე პრეზიდენტს ლანძღავს ამ გაგანია რუსეთ საქართველოს გადამწყვეტი ბრძოლის დროს, როცა მთელი მსოფლიო მესამე პრეზიდენტის მასშტაბურ აზროვნებაზე ღვაწლზე რუსეთთან ბრძოლაში და მისი ჯანმრთელობის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს და მისი სიცოცხლის გადარჩენას ითხოვს და ამ დროს ტვ ეთერით "გაბანტული ტუჩებით" და "რძიანი ფუნთუშებით" ( სულ მგონია ხოლმე , ტვ სტუდიის გარეთ ამ ინფანტილურ პოლიტიკანს ლურჯი შორტები აცვია და ეს გაყვინიზებული "ახალგაზრდა-მოზრდილი" კმაყოფილი, ნაყინის "ტრუბოჩკით" მაძღარი ,მისი პატრონის- მევახშეს კონკურენტად რომ აღიქვამს სააკაშვილს და ამიტომ გადამეტებული მოწადინებით უსრულებს "მევახშე პატრონს" სურვილს და იმ სასამართლოთი უპირებს გასამართლებას სააკაშვილს ,რომელსაც ოპოზიცია აპროტესტებს , თუმცა არ მიკვირს , რადგან იმ "მევახშეს" ეს კლანური სასამართლო მაშინ იმ 9 წლის დროს -იმ დროსაც მოსწონდა და არასოდეს აპროტესტებდა და მშვენივრად გრძნობდა თავს, აი უკარგესად -უმაგრესად იყო მოკალათებული დალაგებული ჰქონდა საქმე პროკურატურასთანაც და ყვაოდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მისი მევახშეური ბიზნესი , ახლა კი ,იმ მევახშეს მიშვებული ჰყავს ფინია ლეკვივით ეს "მოზრდილი ინფანტა» და სააკაშვილის ლანძღვით თავს შეფარულად აწონებს ოცნებას და ივანიშვილს , ჰოდა ვინ "ჭამს" მაგ ამბავს , ისევ «რევოლუციონერი კამოები" ,თორემ ხალხი არა, აი ამ "ტიპებით" ბრძოლის მოგებას თუ ვინმე აპირებს, რა თქმა უნდა განწირულია ის ქვეყანა კვლავ მარცხისთვის განწირულია! გაათავისუფლეთ პუტინთან დაპირისპირებული სააკაშვილი, მართლა სირცხვილია სახელმწიფოს და ქალაქების ამშენებელი ციხეში კვდებოდეს და მუდამ კარგად მყოფი მევახშეები მის გასამართლებას ითხოვდნენ იმ სასამართლოთი და იმ სისტემით , რომელი სისტემითაც ყვაოდნენ და ხალხს "ატყავებდნენ" !
პასუხისმგებლობა ??? მასე ბატონებო შორს წავალათ, რადგან პასუხისმგებლობა ყველაზეა ,ხმას ვინც შეცდომებზე არ იღებდა და ყველაფერს იწონებდა მათ შორის პენიტენციურ სისტემას , პროკურატურასთან ჩახუტებული იყო და სხვის ბიზნესზე ეჭირა თვალი და ა.შ , ყველა სისტემის მონაწილეა უთუოდ, ყველას თავის წილი პასუხისმგებლობა აქვს.... ამიტომ ჩემი რჩევაა : ვიდრე სასამართლო სისტემის რეფორმა არ გვაქვს ჯერ, "მოზრდილი ინფანტას "მაგვარ ტიპებს თითი-თითზე რომ არ დაუდიათ ფუნთუშების ჭამის გარდა არაფერი რომ არ გაუკეთებიათვ თავიანთი მწირი სიცოცხლის მანძილზე , ნუ გავასამართლებინებთ მესამე პრეზიდენტს!
P.S.ბანკი კარგია ბატონებო , მევახშეობა ცუდი და დიდი სირცხვილი , საბანკო სისტემას ანგრევს მევახშეური სისტემა , ეს არის 2+2=4