„ლელო“, სულ საკუთარ კარში რატომ ურტყამთ და გაგაქვთ „ლელო?“ სამწუხაროა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.:
„ამ განცხადებით – „ვბრუნდები პოლიტიკაშიო“ პრეზიდენტი სააკაშვილი რა რისკზეც მიდის, დიდი მიხვედრა არ სჭირდება. მასშტაბური პოლიტიკოსი, მებრძოლია, პრაქტიკულად, დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა საკუთარი თავი და ეს ზოგიერთი „ჩრდილი“ პოლიტიკოსი რატომ ლანძღავს? „სად წავიდა შენი დაავადებებიო“, ეკითხებიან… და ვინ თქვა რომ სადმე „წავიდა“ და გაქრა მისი დაავადებები და კარგად არის? განა, ბრძოლის ჟინი რომ გქონდეს, არ შეიძლება?! მით უფრო, როცა ხედავ, რომ ნადგურდება ქვეყანა და სულ უფრო შორდება დასავლეთს, „გაბანტულია“ რუსეთზე გადასაბარებლად, თუმცა რატომ და საიდან შეიძლება, მოვიდეს ეს ბრძოლის უნარი, ჟინი. ამას ბევრი ვერ გაიგებს. ეს არის ის, რაც ერთეულებს, ლიდერებს შეუძლიათ, ეს ფაქტია. თითქოს დემოკრატია და თავისუფლება და დასავლეთი უნდა ზოგ პარტიას, მაგალითად „ლელოს“ და ამ დროს, პოლიტიკა ვერ გაუტარებიათ, თავი ვერ დაუმკვიდრებიათ ისე, იმის გარეშე, რომ არ თქვან და განაცხადონ: „ჩვენ გარშემო გაერთიანდით, ოღონდ მინუს ნაცებიო“, ანუ მინუს 600 ათასი მედასავლეთეო. საოცარია და რბილად რომ ვთქვათ, დასავლეთი რომ გინდა 600 ათასი მედასავლეთეს გარეშე, ამ გაგანია ოკუპანტთან ბრძოლის დროს.
მოკლედ, (ზოგიერთი პოლიტიკოსის გასაგონად მინდა, ვთქვა), „ეს სააკაშვილის არაკეთილსინდისიერი და არაპატიოსანი საქციელიაო“, არა, „არაპატიოსანი საქციელი“ იცით, რა არის ? ციხეში მყოფ მესამე პრეზიდენტს რომ ეტყვი: „თუ ცუდად ხარ და კვდებოდი, ბრძოლის ჟინი რატომ გაქვსო, თუ კვდები, რატომ აღარ კვდებიო“.
შეეცადეთ, პოლიტიკოს-პოლიტიკანებმა, თავი დაიმკვიდროთ პოლიტიკაში, სხვა შენზე უფრო ძლიერი ლიდერის სიკვდილის სურვილის გარეშე, ისე, რომ სხვა თქვენზე ძლიერი ლიდერის სიკვდილი არ ინატროთ. სახელმწიფოს შენება და სახელმწიფოსთვის თავგანწირვა ყველას არ შეუძლია. ფრთხილად მანდ „ლელოს“ დადებას რომ მოინდომებთ, მხატვრულად და ბუტაფორიულად „ბრენდული“ პიჯაკი ვინმეს არ დაგესვაროთ, ან გიტარის სიმი არ გაგიწყდეთ. „ომში სიმღერის დროს – ცხელ ხაზთან“, ან „ცხელი შოკოლადიანი ფუნთუშებით თეთრი პერანგის მანჟეტები“ არ დაგესვაროთ ოკუპანტთან ბრძოლაში.
ციხეში მყოფი, ავად მყოფი პოლიტპატიმრის, პუტინის პატიმრის, მესამე პრეზიდენტის ბრძოლის ჟინს და თავგანწირვას, რადგან მართლა დიდი დარტყმის ქვეშ დაიყენა თავი, ამ ქვეყნის გულშემატკივრობისთვის ბრძოლის ჟინს და ბოლო ძალების მოკრეფვას, მხოლოდ თუ მიესალმები ადამიანი, თორემ ლანძღვა და ქილიკი მართლა რა საკადრისია?!
„ლელო“, სულ საკუთარ კარში რატომ ურტყამთ და გაგაქვთ „ლელო?!“ სამწუხაროა…..“, – წერს თაკო ჩარკვიანი.