“ეს არ არის სასამართლო, ეს არის ცირკად ქცეული შენობა, სადაც ყველაფერია სიმართლის გარდა ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი და სწორედ ამიტომ ისინი ყველაფერს იყენებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიანთი ჭკუით დასაჯონ.” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ
"ეს არ არის სასამართლო, ეს არის ცირკად ქცეული შენობა, სადაც ყველაფერია სიმართლის გარდა, სადაც სიტყვა სამართალი არის სრულიად შეუსაბამო და უბრალოდ აღარ არსებობს ის. ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი, ეს ვიცით და სწორედ ამიტომ ისინი ყველაფერს იყენებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიანთი ჭკუით დასაჯონ. მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის, იმისათვის, რომ რუსეთს არ გადააბარა, იმისათვის, რომ სწრაფი ტემპით ატარა დასავლეთისკენ, ქვეყანა აქცია მსოფლიოსთვის ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად, მოსპო კორუფცია და რომელ ერთ სიკეთეზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა.” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ