“ეს ყველაფერი არის ცირკი, მათ სურთ, რომ ამ სიგიჟეებით ერთი ნაბიჯით მაინც უკან დაგვახევინონ, მაგრამ ვერასოდეს ისინი ამას ვერ ეღირსებიან. მე არ მინდა დღეს ჩემს ადმინისტრაციულ ჯარიმაზე საუბარი. პარალელურად მიმდინარეობდა გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო, მიუსაჯეს ხუთი წელი, რაც წარმოუდგენელია." - ამის შესახებ  "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. 

"ერთადერთი, რაც მაქვს სათქმელი ეს არის - თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ცეცხლი ოლიგარქიას! ჩვენ ეს ადამიანები ძალიან მალე უნდა გავისტუმროთ იქ, სადაც არის მათი ადგილი, ეს ვთქვი სასამართლო პროცესზეც და ვამბობ ახლაც, რომ მათი ადგილი არის მათ მიერ ნაქებ პუტინთან და ძალიან მალე, ერთობლივად მათ ჩვენ გავისტუმრებთ იქ. არ გვეშინია მათი ჯარიმების, ეს ჩვენ უკან ვერ დაგვხვევს, უნდა ვიდგეთ ყოველდღე გარეთ და გავაპროტესტოთ ის უსამართლობა, რაც დღეს ხდება. ყოველდღე დამაჯარიმებენ? დამაჯარიმონ! დამაკავებენ? ჩემთვის მხოლოდ პატივია ვიდგე იმ პატრიოტი ადამიანების გვერდით, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და მხოლოდ იმისთვის სხედან ციხეში, რომ მათ უყვართ საკუთარი ქვეყანა.” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ