"სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მომავალი არ დავკარგოთ" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სოფო ჯაფარიძემ მიმდინარე საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა. 

მისი თქმით, "მძარცველმა რუსმა ოლიგარქმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა", მაგრამ ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ საზოგადოება მიტაცებულ ხმებს არ დაიბრუნებს. 

პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ ქართველი ხალხი კუთვნილ გამარჯვებას არ დაიბრუნებს. გამარჯვება, რომელიც მძარცველმა რუსმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოჰპარა. მთელი თბილისი იქნება ქუჩებში. ყოველდღიურად უფრო მეტნი ვიქნებით, გაიზრდება მუხტი. განწყობა არის ბრძოლის და ჩვენ ქართველ ხალს დავუბრუნებთ კუთვნილ გამარჯვებას. სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დავკარგოთ მომავალი'', - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ცნობისათვის: "არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს "- ამ წუთებში დედაქალაქში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე -  მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ. ამ წუთებში დედაქალაში ორივე ლოკაციიდან მსვლელობა მიმდინარეობს.