"სამწუხაროდ, თავიდანვე ამ კანონპროექტს დახვდა უბრალოდ ყრუ კედელი, მათ შორის უცხოელი აქტორების მხრიდან და ნაცვლად იმისა, რომ ის კანონი და იდეა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს და რომელზედაც თავად ევროკავშირიც მუშაობს, ეს იდეა განგვეხილა დეტალებში, ნაცვლად ამისა, იყო ყრუ კედელი, ბრენდირება კანონისა იმისთვის, რომ ემოციებით ემართათ პროცესი და არა გონივრული განსჯით და შინაარსით." - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ გარკვეულ ტენდენციას და მზაობას შინაარსობრივი განხილვისა. მე როცა მქონდა შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მქონდა ამაზე საუბარი, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს მესამე მოსმენით. ვიცით, რომ პრეზიდენტს ისედაც დაანონსებული აქვს ვეტო, ვეტო არის ის მექანიზმი, როდესაც თუ კი იქნება შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი და ახლა მაინც უცხოელი აქტორები გამოთქვამენ მზად ყოფნას, რომ ქართველ ხალხს დაელაპარაკონ შინაარსზე და არა უბრალოდ მათ შესთავაზონ ბრენდირება ამ კანონისა, თუ კი შევთანხმდებით რაღაც საკითხებზე, ვეტო არის ის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება შემდეგ ეს ასახული იყოს კანონში". - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო