„ნაციონალური მოძრაობის“ სამი ტელევიზიის ჟურნალისტები პრემიერთან ინტერვიუს დროს როგორც იქცეოდნენ, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისა თუ ადამიანური ეთიკისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„უნდა ვიცოდეთ ერთი რამ. ის, როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი ტელევიზიის ჟურნალისტები, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისა თუ ადამიანური ეთიკისგან. ეს არის საელჩოების, დონორების და „ენჯეოების“ წლების მუშაობის შედეგი. თან ეს ყველაფერი კეზერაშვილთან და სააკაშვილთან თანადაფინანსებით. გაუქმებული ჟურნალისტიკა!
P.S. ვიცი, რომ ამ ქვეყნის ნამდვილი ჟურნალისტები (თუნდაც ჩვენდამი კრიტიკულები) ამას ყველაფერს ხვდებიან, მაგრამ უცხოელი დონორების კეთილგანწყობის დაკარგვის შიშით ვერაფერს ამბობენ. ეს არის 21-ე საუკუნის საქართველოს რეალობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.