აკერმანის სახელმძღვანელოს როდესაც ვახსენებდით, ზოგი ირონიით უყურებდა ამ საკითხს, დღეს პირდაპირ ვხედავთ, რომ ამ სახელმძღვანელოდან მიყვებიან სცენარს, დგამენ სხვადასხვა სახის სცენებს, რათა შექმნან ვიზუალი და გაიტანონ გარეთ, საერთაშორისო აქტორებს დადგმული სცენები თვალწინ დაუდონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით საზოგადოების რეაგირება მშვიდია, მაგრამ ამავე დროს, მკაცრი უნდა იყოს.
„ვხედავთ, არის წინასწარ გაწერილი სცენარები, რომლის მიხედვითაც მოქმედებს რადიკალური „ენჯეობის“ და პარტიების სიმბიოზი. აკერმანის სახელმძღვანელოს როდესაც ვახსენებდით, ზოგი ირონიით უყურებდა ამ საკითხს. დღეს პირდაპირ ვხედავთ, რომ ამ სახელმძღვანელოდან მიყვებიან სცენარს, დგამენ სხვადასხვა სახის სცენებს, რათა შექმნან ვიზუალი და გაიტანონ გარეთ, საერთაშორისო აქტორებს დადგმული სცენები თვალწინ დაუდონ. ეს იმ ძალადობრივი მოქმედებების ნაწილია, რომლითაც ,,ნაციონალური მოძრაობა“, მასთან ერთად მყოფი რადიკალური „ენჯეოები“ ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება დემოკრატიის გვერდის ავლით. საზოგადოების რეაგირება ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მშვიდია, მაგრამ ამავე დროს, საკმაოდ მკაცრი უნდა იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.