საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა ოდენობის შესახებ მესამე კვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 823 381 საქართველოს მოქალაქემ. საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი მესამე კვარტალში გადმოკვეთეს, შეადგინა 818 923.
2025 წლის მესამე კვარტალში ქვეყნის საზღვრის გადამკვეთ და გადმომკვეთ მოქალაქეთა შორის სხვაობა არის მინუს 4458.
სულ 2025 წლის ცხრა თვეში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასულ საქართველოს მოქალაქეთა 2 876 738 გასვლა და 2 831 251 შემოსვლა დაფიქსირდა.
ზემომოყვანილი რიცხვებიდან გამომდინარეობს, რომ სხვაობა 2025 წლის ცხრა თვეში უცხოეთში გასულ და უკან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობებს შორის შეადგენს 45 487-ს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 33 123-ით ანუ 271%-ით აღემატება. 




