საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვევა. მიხეილ ყაველაშვილი ზორან მილანოვიჩს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.









