სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანას „სტოჟიცე არენაზე“ დასრულდა ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ხორვატიის ფუტსალის ნაკრებმა, ესპანეთის ნაკრებთან 1:2 წააგო.

ხორვატია - ესპანეთი 1:2(0:2)

ფინალში ესპანეთის მეტოქე პორტუგალიას და საფრანგეთს შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფინალის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთი ასევე საქართველოსთან ერთად ასპარეზობდა.