ლიუბლიანაში, „სტოჟიცე არენაზე“, დასრულდა ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის შეხვედრა მესამე ადგილისთვის.
ხორვატიის და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრები გუნდების შეხვედრის ძირითადი დრო 5:5 დასრულდა. პენალტების სერიაში ორივე გუნდმა ზუსტად დაარტყა პირველი ხუთი თერთმეტმეტრიანი, ხორვატების მეექვსე ზუსტ დარტყმას კი ფრანგების გაფუჭებული პენალტი მოჰყვა.
ხორვატია - საფრანგეთი 5:5(2:1) პენალტები 6:5
ხორვატი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
ევროპის ჩემპიონის ვინაობა პორტუგალიის და ესპანეთის გუნდების შეხვედრაში გაირკვევა




