დანიის ქალაქ ჰერნინგში ხელბურთში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრები დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში მასპინძლებმა ფინალში ზედიზედ მეორედ გასულ გერმანიას აგემეს მარცხი.

დანია - გერმანია 34:27(18:16)

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ხორვატიამ, ისლანდია დაამარცხა.

ხორვატია - ისლანდია 34:33(17:14)

უფრო ადრე მეხუთე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში პორტუგალიამ შვედეთს 36:35(16:16) სძლია 

1. დანია
2. გერმანია
3. ხორვატია
4. ისლანდია
5. პორტუგალია
6. შვედეთი
7. საფრანგეთი
8. სლოვენია
9. ნორვეგია  
10. უნგრეთი
11. ესპანეთი
12. შვეიცარია
13. ფარერები
14. ჩრდილოეთ მაკედონია
15. ნიდერლანდები
16. ავსტრია
17. ჩეხეთი
18. იტალია
19. სერბეთი
20. საქართველო
21. პოლონეთი
22. რუმინეთი
23. მონტენეგრო
24. უკრაინა