რიგასა და კაუნასში ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრები დასრულდა.
რიგაში, საფრანგეთის და უკრაინის გუნდების შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებით დროში ფრანგებმა სამი გოლი გაიტანეს, საკუთარში კი მხოლოდ ერთი მიიღეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
საფრანგეთი - უკრაინა 1:1(0:0) დ.დ. 4:2
კაუნასში ხორვატიამ სომხეთი სამი მშრალი გოლი გაუტანა და მეორე ნახევარფინალისტი გახდა.
ხორვატია - სომხეთი 3:0(3:0)
დღეს, ლიუბლიანაში, პორტუგალია-ბელგიის და ესპანეთი-იტალიის შეხვედრებში კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა.
ნახევარფინალში საფრანგეთი პორტუგალია-ბელგიის შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება, ხორვატია კი ესპანეთი-იტალიის შეხვედრაში გამარჯვებულს.




