მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომლისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ; - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზედაც ლოცულობდნენ ჩემი წინაპრები; ხმა მივეცი იმ საქართველოს, რომელზედაც ლოცულობს მთელი საქართველო.
ჩვენ საღამოს ყველა გამარჯვებული ვიქნებით, დამარცხებული არავინ იქნება რადგან გაიმარჯვებს საქართველო!" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ - კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო