აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, 11-მა სუბიექტმა გაიარა რეგისტრაცია. სწორედ ამ რაოდენობის საარჩევნო სუბიექტს შორის მოუწევს აჭარის მოსახლეობას დღეს, გააფერადოს მისთვის სასურველი ნომერი.
სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, აჭარაში, ერთ ბიულეტენზე ორი გრაფაა დატანილი და შესაბამისად, ორი საკანონმდებლო ორგანოს -პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებაზე იღებს პასუხისმგებლობას ამომრჩეველი. 317 საარჩევნო უბანია გახსნილი, ავტონომიური რესპუბლიკის 5 მუნიციპალიტეტსა და ბათუმში. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აჭარაში, უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით 317 ათას 119-ს შეადგენს. რაოდენობრივად ყველაზე მეტი ამომრჩეველი ოლქებს შორის, ბათუმშია რეგისტრირებული და მათი რიცხვი 154 ათას 357-ს შეადგენს, ამომრჩეველთა რიცხოვნობით, ბათუმის შემდეგ ქობულეთი მოდის, სადაც 66 ათას 235 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
რეგიონში, 317 უბანია გახსნილი და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. აჭარაში, 251 უბანზე აძლევს ამომრჩეველი ელექტრონულად ხმას, რაც პროცენტებში უბნების საერთო რაოდენობის 95.1%-ია.
66 უბანზე კი, საარჩევნო პროცესი ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობს. ხმის მიცემა, ეს უბნები, ძირითადად, აჭარის მაღალმთიანეთში მდებარეობს. 317 საარჩევნო უბნიდან 114 უბანი ადაპტირებულია.