მომავალი სასესიო კვირაში საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ორ მინისტრს მოუსმენენ.

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატების შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უპასუხებენ.