"დღეს საკითხი დგას შემდეგნაირად - ვინ გადაწყვეტს საქართველოს ბედს? - ივანიშვილი, მისი მცირერიცხოვანი დაჯგუფება თუ მისი აღმატებულება ქართველი ერი." - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მე ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ გამარჯვება დარჩება ქართველ ხალხს, რადგან საკუთარ ხალხთან ბრძოლა აქამდე ჯერ არავის მოუგია, ასევე მნიშვნელოვანია კითხვა, როდის დადგება შედეგები - ჩვენ გვაქვს შედეგები - ის, რომ რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ და ამ კრიზისი გამო, მათ დაიწყეს ერთმანეთის "ჭამა", ეს არის სისუსტის ნიშანი. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ამას უფრო მეტი ერთიანობა, გაბედულება, შემართება და ამაზე იქნება დამოკიდებული რამდენად გაბედულები ვიქნებით".- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.