დღეს, 23 მაისს, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, საქართველო „აფხაზეთობას“ აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით, 12:30 საათზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო ΙΙΙ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს. - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.










