„ნაციონალურ მოძრაობაში“ მოახლოებული არჩევნები ადამიანებს მეტი ჭორაობისკენ უბიძგებს. როდესაც დავით კეზერაშვილმა გადაწყვიტა, ჩართულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, ჩვენი გზები გაიყარა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერი განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მოახლოებული არჩევნები ადამიანებს უბიძგებს მეტი ჭორაობისკენ, მეტი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისკენ. არასდროს არავის დაუმალავს, რომ დავით კეზერაშვილსა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის საუბარი იყო, რომ კეზერაშვილს სურდა მხარი დაეჭირა მისთვის. თუ რამე მხარე დაუჭერია, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაღებული დახმარება და არა პიროვნულად ვინმესთვის. როდესაც ამავე ადამიანმა [დავით კეზერაშვილი] გადაწყვიტა, რომ ჩართულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, კერძოდ, დაეწყო საუბარი თანამდებობებიდან მოეხსნათ ხალხი, როგორც ეს იყო პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოიას შემთხვევაში, ჩვენ ან ადამიანს მკაფიოდ გავაგებინეთ, რომ ერთია პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა და მეორეა მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღება და უხეში ფორმებით ოპერირება, როდესაც ეს ამბავი მოხდა, აქ გაიყარა ჩვენი გზები. თანამედროვე პოლიტიკაში ფარდის მიღმა მართვა შეუძლებელია.
როდესაც კეზერაშვილმა გადაწყვიტა, უშუალო ზეგავლენა მოეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, აქ არ არის საუბარი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ცვლილებაზე, კიდე სხვა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის, პრესასთან ურთიერთობის პოლიტიკაზე და ა.შ. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს მიუღებელია“,- განაცხადა წიკლაურმა.