საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ვატიკანში გამართულ აუდიენციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის მადობას უხდის.

„მადლობელი ვარ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პაროლინის, ორმხრივ ურთიერთობებზე, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე გამართული საგნობრივი აზრთა გაზიარებისთვის". მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა პირადად შევხვედროდი რომის პაპ ლეო XIV-ს", - წერს ნიკოლოზ სამხარაძე X-ზე.