საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ანგარიშის თანახმად, საქართველო ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს: ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას.
„ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას“, - წერს ნიკოლოზ სამხარაძემ.
EU Commission enlargement report on 🇬🇪 notes different levels of progress in 25 out of 35 enlargement chapters throughout the last 12 months. Thus, contrary to many allegations&speculations 🇬🇪 is progressing on the 🇪🇺 path&is still ahead of 🇧🇦🇲🇩🇺🇦 in fundamental rights' chapter. pic.twitter.com/KWEXSNkj5h
— Nikoloz Samkharadze (@Samkharadze79) October 31, 2024